TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურელი მაღაროელები ხელფასების დარიცხვას ითხოვენ

ჭიათურელი მაღაროელები ხელფასების დარიცხვას ითხოვენ

ჭიათურელი მაღაროელები ხელფასების დარიცხვას ითხოვენ

ჭიათურელი მაღაროელები კუთვნილ ხელფასებს ელოდებიან. როგორც დასაქმებულები ამბობენ, ხელფასის 60%, რომელიც სამუშაოების შეჩერების პერიოდში, ყოველი თვის 15 რიცხვში უნდა აიღონ, არ დარიცხვიათ. 

“როგორც მოგეხსენებათ, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ 1 ნოემბრიდან შეაჩერა მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოები, ხოლო თანამშრომლები დროებით დათხოვნაში გაუშვა ხელფასის 60%-ის დარიცხვისა და სადაზღვევო პაკეტის შენარჩუნების პირობით.  

ხელფასის დარიცხვის თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 15 რიცხვი, თუმცა დღეს უკვე 18 რიცხვია, ხოლო ხელფასები ჯერ კიდევ არ ჩარიცხულა. ხალხს არ აქვს ინფორმაცია, როდის დაირიცხება და ყოველდღე იმედით ელოდება, იქნებ დღეს მაინც ჩაირიცხოს.  

განსაკუთრებით აქტიურობს ჯგუფი „ყიდვა-გაყიდვა ჭიათურაში“, სადაც ხალხი ყოველდღიურად სვამს კითხვებს ამ საკითხზე. სამწუხაროა, რომ ჯგუფის წევრები ანონიმური სტატუსით წერენ პოსტებს.

მინდა ვთქვა, რომ ეს მონური მენტალიტეტის ნიშანია. თუ შენს უფლებას ითხოვ, თუ შენ იმას ითხოვ რაც კანონიერად გეკუთვნის ვისი უნდა გეშინოდეს? რეალურად, შენ გაქვს ძალა და სწორედ შენი უნდა ეშინოდეთ, რადგან მარტო არ ხარ.

გარდა ამისა, გვინდა შეგახსენოთ, რომ საინიციატივო ჯგუფის 11-დღიან პროტესტს, წინასწარ ვაპროტესტებდით მოსალოდნელ პრობლემებს, მოსალოდნელ მომავალს , თუმცა  არ შეიწუხეთ თავი და დღესაც პოსტებს, რომ ანონიმურად წერთ ამ საკითხზე ,ეს იმას ნიშნავს რომ ალბათ ხვალაც იგივეს გააკეთებთ.  

იმედია, დაფიქრდებით და მიხვდებით, რომ მშრომელის ინტერესს მხოლოდ მშრომელი დაიცავს. ჩვენ, მშრომელები, ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდში და ერთად შევქმნათ უკეთესი დღის წესრიგი.  

საინიციატივო ჯგუფი აქტიურად მუშაობს, უკეთესი დღის წესრიგის შესაქმნელად,”-ნათქვამია “მაღაროელის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu