TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურაში კიდევ ორმა მაღაროელმა პირი ამოიკერა

ჭიათურაში კიდევ ორმა მაღაროელმა პირი ამოიკერა

ჭიათურაში კიდევ ორმა მაღაროელმა პირი ამოიკერა


ჭიათურაში შიმშილობა კიდევ ორმა მაღაროელმა დაიწყო. ამჟამად პროტესტის უკიდურეს ფორმას 7 ადამიანი მიმართავს, ხოლო სამ მათგანს,  მირზა ლოლაძეს, გოგა აბესაძეს და შავლეგი გოგსაძეს პირი აქვს ამოკერილი.
ტარიელ მიქაცაძე, სიმონ მიქაცაძე,  ჯანო ლაბაძე და ციხეში მყოფი მერაბ სარალიძე შიმშილობენ. 

“დღეს პროტესტის 124-ე და შიმშილობის 13-ე დღეა. შიმშილობა და პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ პირში სული გვექნება.

პროტესტის მთავარი მიზეზი და ერთადერთი მოთხოვნაა ჩვენი უსამართლოდ დაკავებული ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლება.

ასე ხდება, როდესაც უსამართლობას ვერ სჯაბნი-იძულებული ხარ, საკუთარი ჯანმრთელობით გარისკო.

შეგახსენებთ, რომ მოშიმშილეები უარს აცხადებენ სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე და თავიანთი ჯანმრთელობის მონიტორინგზე,”-აცხადებენ მაღაროელები. 

ცნობისთვის, პროტესტში მყოფი მაღაროელები “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი”-ს საქმიანობას ეწინააღმდეგებიან და კომპანიის ჭიათურიდან გასვლას ითხოვენ. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu