TOPNEWS » მთავარი თემა » იმერეთში ფოლკლორის ცენტრმა კიდევ 3 სალოტბარო სკოლა გახსნა 

იმერეთში ფოლკლორის ცენტრმა კიდევ 3 სალოტბარო სკოლა გახსნა 

იმერეთში ფოლკლორის ცენტრმა კიდევ 3 სალოტბარო სკოლა გახსნა 

ხარაგაულის ექვსი სოფლის ხევის, ხუნევის, გედსამანიის, ვაშლევის , ბორითისა და ვერტყვიჭალას მოსწავლეების, ახალგაზრდებისა და ნებისმიერი მსურველისათვის სალოტბარო სკოლები გაიხსნა. 

ხუნევის სალოტბარო სკოლა სამ სოფელს: ხევს, გედსამანიას და ხუნევს აერთიანებს და ხუნევის საჯარო სკოლაში განთავსდა. სკოლის ლოტბარ - რეგენტია გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გუჯა არევაძე.

ვერტყვიჭალის სალოტბარო სკოლამ სოფლის საჯარო სკოლის შენობაში დაიწყო ფუნქციონირება. პედაგოგია, ასევე, გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სალომე ჭანიშვილი. 

ბორითისა და ვაშლევის სალოტბარო სკოლა კი განთავსებულია სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლაში და მისი ლოტბარია ნიკა ბორჩხაძე, გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. 

ახალ სალოტბარო სკოლებში უკვე გაიარა მოსმენა და დარეგისტრირდა 60 მოსწავლე, რომლებიც ქართულ ხალხურ სიმღერასა და  ტრადიციულ გალობას უსასყიდლოდ, სახელმწიფოს მხარდაჭერით დაეუფლებიან.

Საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და სოფელში ფოლკლორის ცენტრის 53 სალოტბარო სკოლა მოქმედებს. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu