“4 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ უპირობოდ გაიმარჯვებს”

“ქართული ოცნების” ხარაგაულის მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი დიდვაკის, მარელისისა და ლეღვნის მოსახლეობას შევხვდი. წინასაარჩევნო შეხვედრებზე მერმა მოსახლეობას იმ მიღწევებზე ესაუბრა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განახორციელა ქვეყნისა და ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებისთვის.
“ლეღვანის თემში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე დეტალურად ვისაუბრე. შევეხე იმ კონკრეტულ გეგმებს, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ თქვენი მხარდაჭერით სოფლებისა და თქვენი ოჯახების უკეთესი მომავლისთვის.
დაწყებული საქმეები აუცილებლად გაგრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ პროექტებს შევეჭიდებით, რათა წინსვლა და განვითარება შეეხოს თითოეულ ოჯახს, თითოეულ ადამიანს.
მჯერა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად შენარჩუნდება. ეს არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის, ერთგულების და გონივრული მმართველობის შედეგი.
სწორედ ამ პირობებში ექნებათ თვითმმართველობებს შესაძლებლობა განახორციელონ კიდევ უფრო მეტი და ეს აუცილებლად აისახება თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
მინდა გულწრფელად გითხრათ: თქვენი დღევანდელი განწყობა, თქვენი მხარში დგომა, თქვენი მხარდაჭერა მაძლევს სრული რწმენის საფუძველს, რომ 4 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ უპირობოდ გაიმარჯვებს.
გმადლობთ თქვენი ნდობისთვის, თქვენი გონივრული არჩევანისთვის და აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციისთვის. ერთად აუცილებლად მივაღწევთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს!
შაბათს, 4 ოქტომბერს, ერთად ვიზეიმებთ მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვებას, ჩვენი ერთობით, ძალისხმევით და სწორი არჩევანით!,”-განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.