რეკლამა

ხარაგაულის მერია სააღდგომოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს დახმარებას გაუწევს

ხარაგაულის მერია სააღდგომოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს დახმარებას გაუწევს

ხარაგაულის მერმა მოადგილეებთან ერთად, წარმომადგენლების წინაშე ის საჭიროებები განიხილა, რომელიც აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, სასწრაფო რეაგირებას და გადაწყვეტას საჭიროებს. კობა ლურსმანაშვილის თქმით, აუცილებელია თითოეულ სოფელში სასაფლაომდე მისასვლელი გზები მოწესრიგდეს. 

იმისთვის, რომ მოქალაქეებისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იყოს, მერმა ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურს და დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას გზებზე სრული მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი ღონისძიებების დროული გატარება დაავალა.

მერის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან 
დაკავშირებით, ხარაგაულის მერია სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს დაეხმარება. 

"კობა ლურსმანაშვილმა წარმომადგენლებს იმ ოჯახების შესახებ დაავალა ინფორმაციის წარმოდგენა, რომელთაც ხარაგაულის მერიისგან დახმარების და შემწეობის მიღების განსაკუთრებული აუცილებლობა აქვთ,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები