რეკლამა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს აფრთხილებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს აფრთხილებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს აფრთხილებს. მათი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მგზავრის პერსონალური ინფორმაცია მესამე პირის ხელში ხვდება.

"მგზავრთა საყურადღებოდ!

პერიოდულად, სხვადასხვა ჯგუფები უკავშირდებიან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს და დაგვიანებულ რეისთან დაკავშირებით ავიაკომპანიასთან შუამავლობას და კომპენსაციის აღებას სთავაზობენ. პირად მიმოწერაში კი მგზავრებს ეუბნებიან, რომ მათ შესახებ ინფორმაცია ქუთაისის აეროპორტმა მიაწოდა, რომ თითქოსდა ჩვენთან თანამშრომლობენ. 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არანაირი თანამშრომლობა ამ ჯგუფებთან არ გვაკავშირებს. ნებისმიერი პირისთვის ჩვენი მგზავრების შესახებ პირადი და კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას ჩვენი მხრიდან ადგილი არასდროს ჰქონია და არც მომავალში ექნება.

 გვსურს განვაცხადოთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად იცავს საქართველოს კანონს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მგზავრებს არ ენდონ მსგავს ჯგუფებს და არ მიაწოდონ მათ შესახებ რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია,"-ნათქვამია აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები