რეკლამა

ამბროლაურის მკვიდრი "ჯორჯ კობი", რომლის სახელს ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება უკავშირდება

ამბროლაურის მკვიდრი "ჯორჯ კობი", რომლის სახელს ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება უკავშირდება

ამბროლაურის სოფელ თხმორში დაბადებულმა გრიგოლ კობახიძემ გრძელი გზა განვლო, სანამ წარმატებული ამერიკელი ბიზნესმენი, მინის მწარმოებელი ქარხნის მფლობელი და არაერთი გამოგონების ავტორი ჯორჯ კობი გახდებოდა.
„მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჯორჯ კობიმ სიახლე დანერგა თავის წარმოებაში – დაიწყო ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება. შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები ე.წ. „Babel Lamps“, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. ის ფერადი მინისგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელსაც „ორნამენტი“ უწოდა, შინდისფერ ყუთებში ჩაწყობილ 12 ან 24 ცალ სათამაშოს ეწერა „კობი. საშობაო ხის ორნამენტები. კობი – ეს შობაა", - ვკითხულობთ გრიგოლ კობახიძის, იგივე ჯორჯ კობის ბიოგრაფიაში, რომელიც განთავსებულია ეროვნული ბიბლიოთეკის www.nplg.gov.ge ელექტორონულ ბაზაში „ქართველები უცხოეთში“.
ფოტოებზე ჯორჯ კობის მიერ ამერიკაში დამზადებული სათამაშოებია, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმში ინახება.

ტეგები:

Facebook - კომენტარები