ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ქვოტით ახალი წევრი შევა. პარტიას წევრი მას შემდეგ ემატება, რაც დარეჯან ფხაკაძე, რომელიც საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ქვოტით მოხვდა და პარტიაში არსებული დაპირისპირების მიზეზით პარტია დატოვა, გარდაიცვალა.
დარეჯან ფხაკაძის ადგილს საკრებულოში ინგა ჯავახაძე დაიკავებს.
როგორც ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, არსებული კანონმდებლობით, წარმომადგენლობით ორგანოში ქალის გამოკლების შედეგად, მის ადგილს კვლავ ქალი იკავებს, ხოლო მამაკაცის გამოკლების შემთხვევაში, გამოთავისუფლებულ ადგილზე ასევე მამაკაცი შედის.