TOPNEWS » მთავარი თემა » დიდთოვლობა ხარაგაულში-მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

დიდთოვლობა ხარაგაულში-მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

დიდთოვლობა ხარაგაულში-მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

ხარაგაულის სოფლებში ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი 25-100 სმ-მდე აღწევს.

მუნიციპალიტეტში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერი, მისი მოადგილეები და შესაბამისი სამსახურები.

“ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი უშუალოდ ხელმძღვანელობს სტიქიასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.

პროცესში ჩართულნი არიან მოადგილეები: ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი, რომლებიც სოფლებში ადგილზე ეცნობიან სიტუაციას და კოორდინაციას უწევენ მიმდინარე სამუშაოებს. სოფლებში გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს. გაწმენდილია მთავარი გზები: ძირულა-ხარაგაულის, კიცხი-ზესტაფონის და ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის მიმართულებით. მობილიზებულია 7 ერთეული ტექნიკა, რომელიც უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

12,000 აბონენტიდან 7,500 ჯერ კიდევ ელექტროენერგიის გარეშეა. შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ პრობლემის დროულად მოსაგვარებლად.

ხარაგაულის მერია აგრძელებს სტიქიით გამოწვეული პრობლემების ოპერატიულ მართვას. მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს, რათა სტიქიის შედეგად გამოწვეული სირთულეები უმოკლეს დროში გადაიჭრას,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu