რეკლამა

ვანში გალაქტიონ ტაბიძის 133 წლის იუბილე აღნიშნეს

ვანში გალაქტიონ ტაბიძის 133 წლის იუბილე აღნიშნეს

 17 ნოემბერი პოეტების მეფის- გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. დაბადების 133 წლისთავი, ტრადიციულად, პოეტის მშობლიურ სოფელ ჭყვიშში აღინიშნა. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მოადგილეებმა - გოჩა ჭუბაბრიამ  და ვლადიმერ ხელაძემ გვირგვინით შეამკეს გალაკტიონ ტაბიძის ძეგლი.   

  გალაკტიონის ქოხსა და ეზოში გაიმართა ლიტერატურული პერფორმანსი საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით. პოეტის ეზო წელსაც სავსე იყო იმ ბავშვებით და მშობლებით, რომლებიც ყოველწლიურად, სპეციალურად გალაკტიონობას სტუმრობენ ჭყვიშს.                 
  
პოეტის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაგრძელდა ვანის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში არსებულ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატურულ სალონში, სადაც მოსწავლეებმა პოეტის ცნობილი და ყველასათვის საყვარელი ლექსები წაიკითხეს.

 გალაკტიონი 1891 წლის 17 ნოემბერს ჭყვიშში, კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სემინარიაში. ის არის ჟურნალ "მნათობის" ერთ-ერთი დამაარსებელი. 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" მას საყოველთაო აღიარება, "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანა, მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები