რეკლამა

11 მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის ეფექტურად დაგეგმვაზე კვლევა ჩატარდა

11 მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის ეფექტურად დაგეგმვაზე კვლევა ჩატარდა

საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში (ჩოხატაური, ოზურგეთი, ბათუმი, ქუთაისი, ონი, საგარეჯო, ქედა, ახალციხე, ბოლნისი, გორი, ზუგდიდი) ფოკუსჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა. კვლევის მიზანი იყო მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობების და საფრთხეების გამოვლენა. გარდა ამისა, მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვის ეფექტური მოდელების, ქმედითი ინსტრუმენტების და რეკომენდაციების შემუშავება მონაწილეობითი ბიუჯეტირების ეფექტურად განხორცილებისთვის.

 კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც მერიისა და საკრებულოს წევრები, ასევე მოქალაქეები, რომლებიც გასულ წლებში ჰქონდათ პროექტების მომზადების გამოცდილება. მთლიანობაში 100-ზე მეტი ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩატარდა მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესში ჩართულ მოქალაქეებთან და 11 ფოკუს-ჯგუფი მუნიციპალიტეტების მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან.

 კვლევის დასრულების შემდეგ მომზადდება კვლევის ანგარიში, შემუშავდება ქმედითი ინსტრუმენტები და რეკომენდაციები მონაწილეობითი ბიუჯეტირების ეფექტურად განხორციელებისთვის. გამოვლინდება მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროცესის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები. 

 შედეგების გაცნობისა და ინფორმაციის მიწოდების მიზნით, პროექტის სამიზნე 5 მუნიციპალიტეტში (ჩოხატაური, ოზურგეთი, ბათუმი, ქუთაისი, ონი) იგეგმება სამუშაო შეხვედრების მოწყობა და დეტალური ინფორმაციის გაზიარება ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის.

„საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) პროექტის - „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ განხორციელება 2023 წლის დეკემბრიდან დაიწყო. პროექტი USAID Local Governance Program • ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა-ს“ ფარგლებში ხორციელდება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები