TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა გადაყვანისთვის ავტობუსებს ეძებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა გადაყვანისთვის ავტობუსებს ეძებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა გადაყვანისთვის ავტობუსებს ეძებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ინტერესთა გამოხატვის საშუალებით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში სატრანსპორტო საშუალებებით, კერძოდ ავტობუსებით არაექსკლუზიური უფლებით მოემსახუროს მგზავრებს.

ამ ეტაპზე მგზავრთა გადაყვანა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტამდე და პირიქით, თბილისიდან და ბათუმიდან ავტობუსის ორი კომპანიის მიერ ხორციელდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მუდმივად მზარდი ახალი მიმართულებები და გაზრდილი მგზავრთნაკადი საშუალებას იძლევა კიდევ უფრო მეტ კომპანიას მიეცეს ოპერირების საშუალება.

ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ ოპერატორს, ვინც დაინტერესებულია საქართველოს დიდი ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, გადაიყვანოს მგზავრები და აკმაყოფილებს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

დაინტერესებულ პირებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის უფლების მოპოვებაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 2024 წლის  15 ნოემბრის 16:00 საათამდე  შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, შალვა ჭანკოტაძის ხეივანი N21 ან ელექტრონულ ფოსტაზე: business@airports.ge.
მგზავრთა გადაყვანის უფლების მიღების პირობებს და პროცედურებს შეგიძლიათ გაეცნოთა: https://www.airports.ge/b2b/request-for-proposal

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu