რეკლამა

ქუთაისის საკრებულოში დაპირისპირება გრძელდება

ქუთაისის საკრებულოში დაპირისპირება გრძელდება

ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა შუშანია განცხადებას ავრცელებს. დეპუტატი ყოფილ თანამებრძოლებს მიმართავს და მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აანონსებს. 

"მეგობრებო, ჩემო ამომრჩევლებო, ძვირფასო მედიის წარმომადგენლებო, ამ მომენტიდან ვასრულებ ყოველგვარი განცხადებების და კომენტარების კეთებას ქუთაისში პოლიტიკური თაღლითობის და ხახალეიშვილის ოცნების (გააქროს ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა) შემოქმედებთან!

ჩვენი იურისტები განაგრძობენ სამართლებრივ ბრძოლას ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელის შენარჩუნებისათვის (ფული და თანამდებობები შეუძლიათ თავისთვის დაიტოვონ. ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს).

ჩვენი ფოკუსი მიმართული იქნება არსებული რეჟიმის შეცვლისაკენ, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებისაკენ, მისი და ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთან ერთად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისაკენ, ქუთაისელთა ინტერესების დაცვისაკენ და მათი პრობლემების მოგვარებისაკენ, ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად დაბრუნებისაკენ!

მე, Khatuna Arveladze Ana Koxreidze Lasha Shalamberidze Kaxa Gabunia ვრჩებით რა ქუთაისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის, მისი ამომრჩევლის და მიხეილ სააკაშვილის თავგანწირული ქმედების შედეგად მონიჭებული მანდატების ერგული, გავაგრძელებთ შეუპოვარ ბრძოლას ქუთაისის საკრებულოში ქუთაისელთა ინტერესების დასაცავად!

ჩვენი ვალი მოვიხადეთ ამ საჯარო განცხადებებით და საზოგადოებას, მედიას და ამომრჩევლებს გავაგებინეთ რა მეთოდებით ცდილობენ ისინი "წინ სიმართლისკენ" სიარულს,"-ამბობს გიგა შუშანია. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები