TOPNEWS » მთავარი თემა » თერჯოლაში ახალი სახლი 6 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის აშენდება
თერჯოლაში ახალი სახლი 6 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის აშენდება
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ხელმძღვანელობით, მერიის საკონფერენციო დარბაზში, სახლდაზიანების სოციალური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. მანუჩარ რობაქიძის თქმით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 6 სახლი აშენდება.
კომისიამ პროგრამის ბენეფიციარები კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩია. მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
სახლდაზიანების სოციალური პროგრამა თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2019 წლიდან მოქმედებს და ახალი საცხოვრებლით უკვე სოციალურად დაუცველი 49 ოჯახი დაკმაყოფილდა.





