TOPNEWS » მთავარი თემა » ხონის სოფელ ქვედა გორდში საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა
ხონის სოფელ ქვედა გორდში საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა
ხონის სოფელ ქვედა გორდში საავტომობილო გზა ჩამოწოლილი ქვა-ღორღისგან გაიწმინდა.
უამინდობის შედეგად გამოწვეული მეწყერული პროცესის გამო, ბანგვეთისა და მაჭაკეთის უბნებთან დამაკავშირებელ მონაკვეთზე ქვა-ღორღი ჩამოწვა, რასაც გადაადგილების შეზღუდვა მოჰყვა.
მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა. მუნიციპალიტეტის მერი პროცესს ადგილზე გაეცნო.
სამუშაოები დღის ბოლოს დასრულდა. ამ დროისთვის როგორც ქვეითთა, ისე ავტომობილით გადაადგილება აღდგენილია.





