TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულის 2026 წლის ბიუჯეტი გაიზრდება და მთავარი აქცენტი კვლავ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ მიმართულებებზე გაკეთდება

ხარაგაულის 2026 წლის ბიუჯეტი გაიზრდება და მთავარი აქცენტი კვლავ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ მიმართულებებზე გაკეთდება

ხარაგაულის 2026 წლის ბიუჯეტი გაიზრდება და მთავარი აქცენტი კვლავ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ მიმართულებებზე გაკეთდება

ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა მერის  წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მათთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები და პროგრამები განიხილა. 

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის დავალებით, მერია იმ მოქალაქეებისა და სეგმენტური ჯგუფების შერჩევას იწყებს, რომლებიც წინასაახალწლოდ დახმარების პროგრამაში ჩაერთვებიან. 

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო სოფლებში ინვენტარიზაციის პროცესს, რომელიც დასრულების ეტაპზეა. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით შესაბამისი კომისიის ეფექტურ მუშაობას. აღინიშნა ინვენტარიზაციის კომისიასთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა.

ვარლამ ჭიპაშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონული განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ხარჯვის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გათვალისწინებული ყველა პროექტი დასრულებულია. 

მერის გადაწყვეტილებით, მომავალი წლის პრიორიტეტების განსაზღვრისას, გათვალისწინებული იქნება მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის თანაბარი განვითარების შესაძლებლობა. ამასთან, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, 2026 წლის ბიუჯეტი გაიზრდება და მთავარი აქცენტი კვლავ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ მიმართულებებზე გაკეთდება. ახალი ბიუჯეტის პროექტს ხარაგაულის მერია საკრებულოს 15 ნოემბერს წარუდგენს.

შეხვედრას მერის მოადგილე დავით დევდარიანი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა გოლუბიანი ესწრებოდნენ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu