ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში - ა. ვასაძის სახ. ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელში თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით, ბიბლიოთეკარების გადამზადების კურსი დაიწყო.
საბიბლიოთეკო საქმის სპეციალისტი ეკატერინე ბარაბაძე ლექციებს ა. ვასაძის სახ. ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებლის, სამუსიკო სკოლებისა და ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ბიბლიოთეკარებს ჩაუტარებს.
სალექციო კურსის მიზანია ბიბლიოთეკარებმა შეისწავლონ ელექტრონული ბიბლიოთეკის სპეციფიკა და ციფრული კატალოგებით მუშაობის პრინციპი. ასევე, კურსის მიზანია, რომ მომავალში, გაერთიანების ციფრული კატალოგის შექმნის შემთხვევაში, ფილიალებში თანამედროვე სტანდარტებით გადამზადებული კადრები იყვნენ.