TOPNEWS » მთავარი თემა » ხონელი მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ჩემპიონია

ხონელი მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ჩემპიონია

ხონელი მარიამ მურღვლიანი მსოფლიოს ჩემპიონია

მექსიკაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე (U20) მარიამ  მურღვლიანმა  (87 კგ.) იასპარეზა. 

მან ატაცში თავი 95 / 99 /102  კილოგრამს გაართვა, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გაიფორმა. ძალოსანმა აკვრაში 120 / 123 კგ. დაძლია და კვლავ ოქტროს მედალი დაისაკუთრა. მარიამ მურღვლიანი ორჭიდში მოგროვილი 225 კილოგრამითაც ოქროს მედალს დაეუფლა.

საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია თემურ ჯანჯღავა.  მარიამ მურღვლიანის პირადი მწვრთნელი - აკაკი კაკაბაძე, ექიმი-რეაბილიტოლოგი - გიორგი ჭინჭარაული. 

ინფორმაციისთვის: საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა მექსიკაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 10 მედალი მოიპოვეს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu