რეკლამა

მგზავრთნაკადის ისტორიული მაჩვენებელი საქართველოს აეროპორტებში

მგზავრთნაკადის ისტორიული მაჩვენებელი საქართველოს აეროპორტებში

მგზავრთნაკადის ისტორიული მაჩვენებელი საქართველოს აეროპორტებში.

2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ.

“2024 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის რეკორდული იყო და ჯამურად ყველა აეროპორტი 7,425,399 მგზავრსა და 31,937 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის რაოდენობა 24 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა - 25 %-ით გაიზარდა. (2023 წელი - 5,986,754 მგზავრი, 25,607 რეისი).

2024 წელს, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში - 4,750,830 მგზავრი დაფიქსირდა. რაც ასევე, რეკორდული მაჩვენებელია  და შესრულდა 22,715 რეისი. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 29%-ით გაიზარდა და რეისები 30%-ით გაიზარდა. (2023 წელი - 3,693,942 მგზავრი, ⁠17,456 - რეისი). 

2024 წელს, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი არსებობის მანძილზე ყველაზე მეტ, 1,722,809 მგზავრსა და 5,078 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი კი 3%-ით და რეისების რაოდენობა 1%-ით გაიზარდა. (2023 წელი -1,671,306 მგზავრი, 5041 -რეისი).

ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გასულ წელს, ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელიც 951,760 მგზავრსა და 4,144 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 53%-ით და რეისების რაოდენობა კი 33%-ით გაიზარდა. (2023 წელი - 621,506 მგზავრი, 3,110 - რეისი),”-აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები