DMO იმერეთის ინიციატივით შექმნილი აპლიკაცია “ფანტომები: არაჩვეულებრივი გამოფენა” 2024–2025 წლის საუკეთესო პრაქტიკის გამარჯვებული გახდა
DMO იმერეთის ინიციატივით შექმნილი აპლიკაცია “ფანტომები: არაჩვეულებრივი გამოფენა” 2024–2025 წლის საუკეთესო პრაქტიკის გამარჯვებულია ნომინაციაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ინოვაციური მუნიციპალური სერვისების დანერგვა და ციფრული მოდულებით მიწოდება.
აპლიკაცია წარმოადგენს AR გაძლიერებული რეალობის ინტეგრაციას ქუთაისის ურბანულ გარემოში და ქმნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის 3D ვიზუალიზაციებს რეალურ სივრცეში. მისი გზავნილია – ქალაქის არქიტექტურის მხატვრული, სიმბოლური და ისტორიული ელემენტების თანამედროვე ტექნოლოგიებით გაცოცხლება, რაც ქუთაისის ცენტრს აქცევს ინოვაციურ ურბანულ-ტურისტულ ატრაქციად.
ინიციატივამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა:
• კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის ინტერაქტიული ფორმით გაღვივება;
• ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების ჩართულობის ზრდა;
• თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ტურისტული და საგანმანათლებლო პროდუქტის შექმნა, რომელიც ამდიდრებს გიდებისა და ტურისტული კომპანიების შეთავაზებებს და აძლიერებს ქალაქის იდენტობას.





