ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები ლექტორების მხრიდან ქულების განზრახ დაკლების ფაქტებზე საუბრობენ.
როგორც წყარო ყვება, ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ლექტორები სტუდენტებს 10 და 15 ქულას აკლებენ.
"ძალიან გაუვიდათ თავს ამ ლექტორებს. როცა რექტორი შალვა კირთაძე ათას კარგ რაღაცას აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს უნივერსიტეტს სახელი გაუთქვას და სტუდენტები მოიზიდოს, ეს ლექტორები საპირისპიროს რატომ აკეთებენ?! რომელი საუკუნეა ხალხო? ქულას ისე რომ არ გიწერენ 2 ფურცლიან ნაშრომში (ხაზს ვუსვამ იმას, რომ ნაშრომი სწორი იყო, არ იყო გაწელილი), თუ პატივი არ ეცი ან კიდევ უარესი: ნაცნობი თუ არ გყავს. აპელირების დროს რომ თავიანთი “დაქალი”, “ძმაკაცი” ან უარესი “ქმარი” ასწორებს და იგივე ქულას გიტოვებენ ( თუ მაგათ უკითხავად მოითხოვე აპელირება, ისტერიკა და მუქარა).
ღმერთს მადლობა, რომ “უპატრონო” (მიმიხვდებით რასაც ვამბობ) არ ვიყავი და დავაწერინე ქულა. ვისაც “პატრონი” არ ყავს, რა ეშველება?? ზამთრის სკოლებში უნდა აბარონ ამ თავგასული ლექტორების გამო? ( ირიბად რომ გეუბნებიან, ჩაბარება თუ გინდა ზამთრის სკოლაში დარეგისტრირდიო) რატომ არ ვიღებთ ხმას სტუდენტებო?
ყველანი დასახსნელები არიან. თავი კი არ უნდა დავუხაროთ. ვიცი რომ ბევრის სათქმელს ვწერ, ბევრს დაგმართნიათ ანალოგიური. სტუდენტს შეიძლება დააკლო 1, 2 ან მაქსიმუმ 3 ქულა (მაგის უფლებაც არ აქვთ), მაგრამ 10 და 15??? მიზანი??,"-ამბობს წყარო.
ახალი ამბების სააგენტო Top-news.ge აგრძელებს თემაზე მუშაობას. სააგენტო სასწავლებლის პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ესეიგი ვერ გამოვედით 90-იანი წლებიდან 😡 უნივერსიტეტის გადასახადთან ერთად ამათი პატივისცემაც რომ გემატება , რა სა*ი*ღრობაა !!!