ქუთაისში, 100 პროცენტიანი გრანტის მფლობელ 90 ახალგაზრდას ფულადი ჯილდო გადაეცა

ქუთაისში, 100 პროცენტიანი გრანტის მფლობელ 90 ახალგაზრდას ფულადი ჯილდო გადაეცა

ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის ინიციატივით, 2023 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100 % - იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. ადგილობრივი თვითმმართველობისგან მადლობის სიგელი და თანხა 90-მდე სტუდენტმა მიიღო. მათ სხვადასხვა უნივერსიტეტში სრული სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს. 

დაჯილდოების ცერემონიას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. 

"ქუთაისის მერია არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. დღეს კიდევ ერთი მსგავსი პროექტი წარვადგინეთ, რომლის ფარგლებშიც 100 - % იანი დაფინანსების მქონე სტუდენტებს ფულადი ჯილდო გადავეცით. ეროვნულ გამოცდებში მიღწეული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ, გადავწყვიტეთ,  მათთვის კიდევ უფრო მეტი სტიმული მიგვეცა. ჩვენთვის განათლება უმიშვნელოვანესი თემაა. ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ განათლებაში ჩადებული რესურსი უფრო მეტად აისახოს ჩვენი ქალაქისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები