ხონში, ნახახულევის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
დღეს, სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე და მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება არსებულ სპორტულ მოედანს, ეწყობა სარბენი ბილიკი, ბავშვთა სათამაშო მოედანი, სატრენაჟორო სივრცე და დასასვენებელი სკვერი.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ინკლუზიურია და სრულად არის მორგებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე.
პროექტს ევროკავშირი საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტის მერია და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი.“