TOPNEWS » მთავარი თემა » რაჭაში ვენახიდან ყურძნის მოპარვის ფაქტი არ დასტურდება?

რაჭაში ვენახიდან ყურძნის მოპარვის ფაქტი არ დასტურდება?

რაჭაში ვენახიდან ყურძნის მოპარვის ფაქტი არ დასტურდება?

რაჭის სოფელში ვენახიდან ყურძნის მოპარვის ფაქტი არ დასტურდება. ინფორმაციას ამის შესახებ რაჭის გუბერნატორის პირველი მოადგილე ავრცელებს. 

"მსურს გამოვეხმაურო რამდენიმე ოპოზიციური მედიის მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციას, რაჭაში კერძოდ სოფელ ბუგეულში ყურძნის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით.

გაცნობებთ, რომ აღნიშნული ფაქტი მოკვლეულ იქნა შესაბამისი უწყებების მიერ და სიმართლეს არ შეესაბამება.

გთხოვთ, გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოთ არასწორი ინფორმაციებს გავრცელებისაგან,"-ამბობს ქრისტინა კობახიძე.

ცნობისთვის, გავრცელებულ მასალაში საუბარი იყო, რომ რაჭაში ვენახიდან ტონა ყურძენი მოიპარეს. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu