რეკლამა

სამტრედიაში რაიონული პროკურატურის პროკურორი გარდაიცვალა

სამტრედიაში რაიონული პროკურატურის პროკურორი გარდაიცვალა

საქართველოს პროკურატურა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის, იგარ ფეტვიაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს. 

"იგარ ფეტვიაშვილმა საქართველოს პროკურატურაში კარიერა 1979 წელს სრაჟირებით დაიწყო და სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 

სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებულად კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიონალურად შესრულებისთვის იგარ ფეტვიაშვილს 2021 წელს საქართველოს „პროკურატურის საპატიო თანამშრომლის“ წოდება მიენიჭა.

იგი იყო სამაგალითო კოლეგა, პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი. საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს,"-ნათქვამია წერილში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები