TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში ლიანა ისაკაძის სახელობის I საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა

ქუთაისში ლიანა ისაკაძის სახელობის I საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა

ქუთაისში  ლიანა ისაკაძის სახელობის I საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის №2 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში  ლიანა ისაკაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საორკესტრო საკრავების პირველი საერთაშორისო კონკურსი იმართება.

ღონისძიების გახსნას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე,  ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი,  მერის მოადგილე გიორგი  ცხაკაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  დაესწრნენ.

კონკურსი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.    საერთაშორისო მუსიკალური კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ა(ა)იპ “არტ-ვირტუოზი”,  სამხატვრო ხელმძღვანელი -  გიორგი ისაკაძე.

კონკურსში მონაწილეობენ სიმებიან და ჩასაბერ საკრავებზე შემსრულებელი ახალგაზრდა მუსიკოსები საქართველოდან და უცხოეთიდან. მონაწილეებს საერთაშორისო ჟიური  შეაფასებს. გამარჯვებულები 27 ივნისს გამოვლინდებიან.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu