საახალწლო ნობათის დარიგება მიმდინარეობს ვანის მუნიციპალიტეტის იმ მაცხოვრებლებისთვის, რომლებიც გვერდით დგომას ყველაზე მეტად საჭიროებენ.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მერის მოადგილემ ვლადიმერ ხელაძემ და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლბმა საახალწლო ნობათი ბენეფიციარებს პირადად გადასცეს.
საახალწლო ნობათს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მერის წარმომადგენლები გადასცემენ.
ვანის მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად გადასცემს სასურსათო პაკეტებს იმ მოქალაქეებს, რომელთაც განსაკუთრებით სჭირდებათ გვერდით დგომა და ყურადღება.