რეკლამა

ირაკლი კობახიძემ ქუთაისელ სტუდენტებს წიგნები აჩუქა

ირაკლი კობახიძემ ქუთაისელ სტუდენტებს  წიგნები აჩუქა

ქუთაისში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტებს ირაკლი კობახიძის წიგნი "კონსტიტუციური სამართალი" საჩუქრად გადაეცათ. 

წიგნში განხილულია ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარების ისტორია, კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპები, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, დემოკრატიის არსი, სახელმწიფო მმართველობის ფორმა და მოდელები.

ირაკლი კობახიძე ყოველ წელს პირველკურსელებს  აღნიშნულ წიგნებს საჩუქრად გადასცემს. დღესვე წიგნები საჩუქრად ქუთაისის  უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტებმაც მიიღეს. 

როგორც უნივერსიტეტებში აცხადებენ, წიგნი სწავლის პროცესში სტუდენტებს დიდ დახმარებას გაუწევს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები