რეკლამა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობას ერთი წლის ანგარიშს გააცნობს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობას ერთი წლის ანგარიშს გააცნობს

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ერთი წლის მანძილზე, მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მოსახლეობას ანგარიშს 31 ოქტომბერს წარუდგენს. 

"ანგარიშვალდებულება და ღიაობა წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის, საკრებულოს გაცხადებულ პრიორიტეტს. მიმაჩნია, რომ წარმომადგენლობითი ორგანოს ინსტიტუციური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეთა 
გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მაქსიმალური მონაწილეობა. 

თვითმმართველობა წარმოადგენს  სახელისუფლებო რგოლს, რომელიც ყველაზე ახლოს დგას მოქალაქეებთან, მუდმივი კონტაქტი მოქალაქეებთან და  მათგან მიღებული უკუკავშირი კი   დემოკრატიის ხელშეწყობის  საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

მოქალაქეებთან ანგარიშვალდებულება და საჯაროობა კი  საშუალებას გვაძლევს ბიუჯეტის დაგეგმვისას მოვახდინოთ საჭიროებების  გენერირება. ამასთანავე  მოქალაქეების აზრის მოსმენა და მათი შეფასება  აძლიერებს  მათგან მონიჭებულ ლეგიტიმაციას,"-ამბობს ირაკლი შენგელია. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები