ზესტაფონში, კლინიკა "ფერომედში" სამშობიარო სახლი გაიხსნა.
სამშობიარო სახლი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, მათ შორის მაღალი სიზუსტის დიაგნოსტიკური დანადგარებით.
სამეანო და გინეკოლოგიური განყოფილებები პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში მოემსახურებიან. ვიზიტორების საჭიროებებზე მორგებულ კონსულტაციებს მაღალკვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფს.
სამშობიარო სახლს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კოტე ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს.