TOPNEWS » მთავარი თემა » საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss შემოდის
საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss შემოდის

საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss შემოდის.
2025 წლის 12 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, Lufthansa-ს ჯგუფში შემავალი ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან ორწლიანი აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.
Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის. ის ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ასრულებს.