ზესტაფონს ქართულ ჭიდაობაში ახალი ფალავანი ჰყავს
ზესტაფონს ქართულ ჭიდაობაში ახალი ფალავანი ჰყავს- ომარ ხიჯაკაძე.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებათა ფარგლებში, ზესტაფონში ქართულ ჭიდაობაში ტრადიციული მუნიციპალური ტურნირი ჩატარდა.
სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობას სხვადასხვა წონით კატეგორიაში 50-მდე ადგილობრივი მოჭიდავე იღებდა. დაძაბული და საინტერესო ორთაბრძოლების შედეგად, წლის ფალავნის საპატიო ტიტული ომარ ხიჯაკაძემ მოიპოვა, რომელსაც მთავარი ჯილდო — თასი და ფასიანი საჩუქარი გადაეცა.
შეჯიბრების გამარჯვებულებსა და პრიზიორებს სიგელები, მედლები და ჯილდოები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მალხაზ შერგელაშვილმა, მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა-გიორგი კაკოიშვილმა და მამუკა მოდებაძემ, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა გადასცეს.





