TOPNEWS » მთავარი თემა » წყალტუბოს სოფელ რიონში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

წყალტუბოს სოფელ რიონში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

წყალტუბოს სოფელ რიონში ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან რიონის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ისაუბრეს სოფელ გეგუთში ქარის გამზომი ანძის დადგმის შესახებ და განიხილეს პროექტთან დაკავშირებული საორგანიზაციო და ლოჯისტიკური საკითხები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რიონის ქარის ელექტროსადგურის პროექტი კვლევების აქტიურ ფაზაშია, სამი თვის ვადაში სოფელ გეგუთში მოეწყობა ქარის გამზომი ანძა და განხორციელდება ყველა შესაბამისი ტექნიკური სამუშაო.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის, გენადი ბალანჩივაძის განცხადებით, ქარის ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს მუნიციპალიტეტისთვის და მერია მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რიონის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu