რეკლამა

სამტრედიაში "მომავლის პარკი" გაიხსნა

სამტრედიაში "მომავლის პარკი" გაიხსნა

სამტრედიაში ახლადრეაბილიტირებული "მომავლის პარკი" გაიხსნა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. 

"განახლდა დეკორატიული ღობეები, შეიცვალა ფილები და ბილიკები, კეთილმოეწყო მოსასვენებელი სივრცეები. საინტერესო სიახლეა  სიცილის ოთახი, რომელიც დეკორატიულ შენობაში განთავსდა. მოეწყო მოსასვენებელი  ფანჩატური, სადაც ხელმისაწვდომია საინფორმაციო მემორიალური დაფა სამტრედიაში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები, გამოჩენილი ადამიანების შესახებ ინფორმაციით.  დეკორატიული ფიგურებით  და ღამის განათებით მოეწყო ხეივანი,"-აცხადებენ სამტრედიის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები