ხარაგაულის სოფელ ხიდარში ბეტონის გზა მოეწყო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა. სოფელ ხიდარში, 900 მეტრ სიგრძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყო.
პროექტის ღირებულებამ 184 000 ლარი შეადგინა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.
ხიდარში დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი მევლუდ ბერაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ნონა ზურაბიანი.
პროექტი გარდამავალი იყო და სამუშაოები 2027 წლისთვის გათვალისწინებული გეგმის ფარგლებში წინსწრებით შესრულდა, რაც სოფლისთვის მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის დროულად მოწესრიგების შესაძლებლობას იძლევა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით 32 პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო 7 პროექტზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მიმდინარე პროექტების ხარისხისა და შესრულების ვადების კონტროლი მუნიციპალიტეტის მხრიდან სისტემატურად ხორციელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგს მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ახორციელებს.





