TOPNEWS » მთავარი თემა » ამბროლაურში, ლენტეხსა და ცაგერში რაგბის მოედნები აშენდება
ამბროლაურში, ლენტეხსა და ცაგერში რაგბის მოედნები აშენდება
ამბროლაურში, ლენტეხსა და ცაგერში (ორბელი-ლაჯანა) რაგბის მოედნების მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო მოედნების მშენებლობასა და პროექტირებას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მომზადდება ორმოედნიანი სტადიონების პროექტები, რომელიც საერთაშორისო თამაშებსაც მოემსახურება.
ქვეყნის მასშტაბით სარაგბო მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ქვეყნის სარაგბო ტრადიციების კიდევ უფრო გაძლიერებას.





