TOPNEWS » მთავარი თემა » რაზე ესაუბრა ლენტეხის მოსახლეობა ინფრასტრუქტურის მინისტრს?

რაზე ესაუბრა ლენტეხის მოსახლეობა ინფრასტრუქტურის მინისტრს?

რაზე ესაუბრა ლენტეხის მოსახლეობა ინფრასტრუქტურის მინისტრს?

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე დაბა ლენტეხში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი მხრიდან მოისმინა ინფორმაცია დაბის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ.

შეხვედრაზე მოსახლეობამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გზების, წყალმომარაგებისა და სხვა ძირითადი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საჭიროებაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და შესაძლო გადაწყვეტის გზებზე იმსჯელებს.

მოსახლეობასთან შეხვედრას მინისტრთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu