რეკლამა

ხონის სოფელში "სამეფო კალმახის სალიფსიტე მეურნეობა" გაიხსნა

ხონის სოფელში "სამეფო კალმახის სალიფსიტე მეურნეობა" გაიხსნა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდღვაბუნაში, ქართულ - ჰოლანდიური საწარმო "სამეფო კალმახის სალიფსიტე" წარმატებით ფუნქციონირებს. სატესტო პროდუქცია უკვე რეალიზებულია, მოთხოვნა მზარდია და ადგილზე დასაქმებულები  თითქმის 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, რომ  ბაზრის მოთხოვნებს მოერგონ.

 "სამეფო კალმახის სალიფსიტე" მაღალი ხარისხის, ჯანმრთელ და დაავადებების მიმართ მაღალი რეზისტენტობის მქონე ლიფსიტებს თავაზობს აკვაკულტურაში ჩართულ მეწარმეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 აღნიშნული დარგით დაინტერესებულ მეწარმეებს კონსულტირებას ჰოლანდიელი ექსპერტები და სპეციალისტები უწევენ, იმართება  ტრენინგები და სასწავლო სემინარები.


ტეგები:

Facebook - კომენტარები