TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის ყოფილი მერი პოლიტიკაში დაბრუნდა
ქუთაისის ყოფილი მერი პოლიტიკაში დაბრუნდა
ქუთაისის ყოფილი მერი პოლიტიკაში დაბრუნდა.
გიორგი ჭიღვარია, რომელიც ქალაქის მერის პოზიციას 2017-2019 წლებში იკავებდა და თანამდებობა მოულოდნელად დატოვა, კვლავ მმართველ გუნდს დაუბრუნდა.
ყოფილი მერი ქუთაისის საკრებულოს “ქართული ოცნების” პროპორციული საარჩევნო სიის მეათე ნომერია. მაჟორიტარობის კანდიდატებისა და პარტიული სიის ათეულის წარდგენა “ქართული ოცნების” ქუთაისის შტაბში 26 აგვისტოს გაიმართა.

















