რეკლამა

ცაგერის ორი სოფლის დამაკავშირებელი გზა მეწყერმა დააზიანა

ცაგერის ორი სოფლის დამაკავშირებელი გზა მეწყერმა დააზიანა

ცაგერის მუნიციპალიტეტის ზედა და ქვედა სურმუშის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა რამდენიმე დღის წინ, მეწყრული პროცესების გააქტიურების შედეგად დაზიანდა. ადგილზე იმყოფებოდნენ გეოლოგები, რომელთაც შეისწავლეს ტერიტორია და მათი რეკომენდაციით, დროებითი საავტომობილო გზა მოეწყო. 

"რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, მერის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა დაათვალიერეს სოფელ სურმუშში ჩატარებული სამუშაოები. გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთათვის უმნიშვნელოვანესია მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა,"-აცხადებენ გუბერნატორის ადმინისტრაციაში.


ტეგები:

Facebook - კომენტარები