"რეგიონული მეცნიერების ფესტივალი 2026"-რა ხდებოდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში?
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ქუთაისის ტექნოპარკი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) გამართულ „რეგიონული მეცნიერების ფესტივალი 2026"-ზე საინფორმაციო-ტექნოლოგიური სტენდით წარდგა. ექსპოზიციის დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ ქუთაისის ტექნოპარკის ლაბორატორიებში არსებულ მაღალტექნოლოგიურ აღჭურვილობას, მათ შორის - 3D პრინტერს, 3D სკანერის და ვირტუალური რეალობის (VR) ტექნოლოგიებს, ასევე სხვადასხვა დანიშნულების რობოტულ პლატფორმებს.
ტექნოპარკის სტენდზე ასევე განთავსებული იყო STEAM საგანმანათლებლო ნაკრებები (Snap Circuits, Lego Education Spike), დრონები, ლაზერული ჭრის აპარატითა და 3D პრინტერით დამზადებული სამუშაო ნიმუშები.
საინფორმაციო სტენდთან სტუდენტებს, მოსწავლეებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ ქუთაისის ტექნოპარკში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესახებ.
„რეგიონული მეცნიერების ფესტივალი 2026" საქართველოს რეგიონებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაციის ეროვნული პლატფორმაა.





