TOPNEWS » მთავარი თემა » 17-21 თებერვალს, ქუთაისში საქართველოსა დაუკრაინის 7-კაცა ნაკრებები ერთობლივ ვარჯიშებსადა სპარინგ-მატჩებს გამართავენ

17-21 თებერვალს, ქუთაისში საქართველოსა დაუკრაინის 7-კაცა ნაკრებები ერთობლივ ვარჯიშებსადა სპარინგ-მატჩებს გამართავენ

17-21 თებერვალს, ქუთაისში საქართველოსა დაუკრაინის 7-კაცა ნაკრებები ერთობლივ ვარჯიშებსადა სპარინგ-მატჩებს გამართავენ

17-21 თებერვალს, ქუთაისში საქართველოსა და უკრაინის 7-კაცა ნაკრებები ერთობლივ ვარჯიშებსა და სპარინგ-მატჩებს გამართავენ.
 
ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს 17-21 თებერვალს ქუთაისში გაივლიან. ამ პერიოდში საქართველოს უკრაინის 7-კაცა ეწვევა და ერთობლივ ვარჯიშებთან ერთად, სპარინგ-მატჩებიც გაიმართება.
 
დასკვნითი მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ 7-კაცა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიაზე იასპარეზებს, სადაც 4 საუკეთესო მსოფლიო სერიების პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს.
 
საქართველოს 7-კაცა სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის ორ ეტაპს ითამაშებს.
 
ქეიფთაუნში პირველი ეტაპი 1-2, ხოლო მეორე 7-8 მარტს გაიმართება.
 
ჩელენჯერის სერია წელს განსხვავებული ფორმატით იმართება. პირველ ორ ეტაპზე 12-12 გუნდი ითამაშებს, რომელთაგან 8 საუკეთესო მესამე, კრაკოვის (პოლონეთი, 11-12 აპრილი) ეტაპზე გავა. პოლონეთის ეტაპის ოთხი საუკეთესო გუნდი მსოფლიო რაგბის 7-კაცა სერიის შესარჩევი ტურნირის საგზურს მიიღებს, რომელსაც 3-4 მაისს ლოს ანჯელესი უმასპინძლებს.
 
ქეიფთაუნში 12 ქვეყანა ოთხ სამგუნდა ჯგუფში გადანაწილდება. საქართველო ა ჯგუფში იაპონიასთან და გერმანიასთან ითამაშებს; ბ ჯგუფში ჩილე, ტონგა და პორტუგალია მოხვდნენ; გ ჯგუფში სამოა, უგანდა და ბრაზილია; ხოლო დ ჯგუფში კანადა, ჰონკონგი და მადაგასკარი. ჯგუფში ორ-ორი თამაშის შემდეგ, პირველადგილოსნები თასის ნახევარფინალში გადიან; მეორეადგილოსნები მე-5-მე-8 ადგილებისთვის აგრძელებენ ბრძოლას; მესამეადგილოსნები კი მე-9 ადგილისთვის ითამაშებენ.
 

მთლიანობაში, შარშანდელისგან განსხვავებით თითოეულ ეტაპზე გუნდებს უწინდელი ექვსის ნაცვლად 4-4 თამაშის გამართვა მოუწევთ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu