TOPNEWS » მთავარი თემა » იმერეთში 25-მდე რეკრეაციული სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

იმერეთში 25-მდე რეკრეაციული სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

იმერეთში 25-მდე რეკრეაციული სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

იმერეთში 25-მდე რეკრეაციული სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

სახელმწიფო რწმუნებულმა ამ მიმართულებით ხონში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა. დასკვნით ფაზაშია  სოლომონ მეორის ქ. № 21- ში, ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, მულტიფუნქციური სპორტულ-რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები. 

“იმერეთის მასშტაბით ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით  რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დასკვნით ეტაპზეა ხონში  მულტიფუნქციური სპორტულ-რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც არის 605 000 ლარი. 

მსგავსი სივრცეების მოწყობა ქალაქების ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს, ასევე მოქალაქეებს ექნება ახალი დასასვენებელი სივრცეები,”- აცხადებს ლევან ზალკალიანი.

პროექტის ფარგლებში დაიგო ფილები, მოეწყო სპორტული სივრცეები, დაირგო მცენარეები, დამონტაჟდა გარე განათება, განთავსდა ძელსკამები და სხვადასხვა სახის ატრაქციონები. 

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით, ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით ხორციელდება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu