TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისიდან საჩხერემდე მატარებლით მიმოსვლა აღდგა

ქუთაისიდან საჩხერემდე მატარებლით მიმოსვლა აღდგა

ქუთაისიდან საჩხერემდე მატარებლით მიმოსვლა აღდგა

საგარეუბნო მატარებელმა, მარშრუტით ქუთაისი - საჩხერე - ქუთაისი, მგზავრთა მომსახურება განაახლა.

 "მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას, რომელთაც გაითვალისწინეს მოსახლეობის ინტერესი და  საგარეუბნო მატარებლის მოძრაობა, ზამთრის სეზონის დასრულებისთანავე აღადგინეს. სარკინიგზო ტრანსპორტით მდ ყვირილას, ამ ულამაზეს ხეობაში მცხოვრები, უამრავი ადამიანი სარგებლობს და ეს დიდი შეღავათი იქნება მათთვის," - აცხადებს ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი.

საგარეუბნო მატარებელი ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან დილის 06: 00 სთ - ზე გამოდის. მარშრუტის ხანგრძლივობა საჩხერის სადგურამდე 3 საათი და 30 წუთია. გარდა ძირითადი სადგურებისა, საგარეუბნო მატარებელი,  მუნიციპალიტეტების არაერთ ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსებულ ბაქნებზე ჩერდება, მგზავრობის ღირებულება 1 ლარს შეადგენს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu