TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური ხდება
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური ხდება
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური ხდება.
მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია სამუშაოდ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადავიდა. ის სასწავლებელში მედიცინის სკოლას უხელმძღვანელებს.
არსებული კანონმდებლობით, ირაკლი შენგელიამ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ათი დღის ვადაში უნდა დატოვოს.
საკრებულოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ჰყავს. პირველი მოადგილე გია ბასილაძეა, ხოლო მოადგილეები-თეიმურაზ ნადირაძე და ტატო ლილუაშვილი არიან.





