რეკლამა

"არა მოძალადე რეჟიმს,"-პროტესტის მე-15 დღე ქუთაისში

"არა მოძალადე რეჟიმს,"-პროტესტის მე-15 დღე ქუთაისში

ქუთაისის მერიის წინ მორიგი საპროტესტო აქცია გამართება. ევროინტეგრაციის კურსის მხარდამჭერები ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან 19:00 საათიდან შეიკრიბებიან. 

"უწყვეტი პროტესტის მე-15 დღე ქუთაისში. ქვეყნის ყველა გულშემატკივარს გელოდებით მერიის წინ, 19:00 სთ-დან,"-ნათქვამია აქციის ანონსში. 

ცნობისთვის, ქუთაისში საპროტესტო აქციები მას შემდეგ იმართება, რაც "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აჩერებს. მიზეზად მმართველმა გუნდმა შანტაჟი დაასახელა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები