თერჯოლის სოფელ ახალთერჯოლაში ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
ინფრასტრუქტურული პროექტი მუნიციპალიტეტის მერმა მანუჩარ რობაქიძემ საკრებულოს თამჯდომარესთან -გიორგი ბარათშვილთან ერთად დაათვალიერა.
ახალთერჯოლის გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს შპს “სანდრო“ ასრულებს. პროექტის ფარგლებში 42 00 მ2 საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია მოხდება. პროექტის საერთო ღირებულება 27 3429 ლარია.
სამუშაო შეხვედრას ახალთერჯოლის დეპუტატი ბიძინა ბუცხრიკიძე და მერის წარმომადგენელი გრიგოლ კუბლაშვილი ესწრებოდნენ.
რგფ-დან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარე წლის მეორე ეტაპზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტში სულ 13 საგზაო პროექტის მშენებლობა ხორციელდება.