TOPNEWS » მთავარი თემა » "ვწერ თავისუფალ თემას 2026“-ს გამარჯვებულ მონაწილეს ვანის მერმა საჩუქრები გადასცა

"ვწერ თავისუფალ თემას 2026“-ს გამარჯვებულ მონაწილეს ვანის მერმა საჩუქრები გადასცა

"ვწერ თავისუფალ თემას 2026“-ს გამარჯვებულ მონაწილეს ვანის მერმა საჩუქრები გადასცა

ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე კონკურს „ვწერ თავისუფალ თემას 2026“- გამარჯვებულ მარიამ შარაშენიძეს და მის მშობელს შეხვდნენ და კონკურსში გამარჯვება მიულოცეს. 

 „გილოცავთ, ღირსეულ და დამსახურებულ გამარჯვებას! ასეთი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული  ახალგაზრდა საამაყოა არა მხოლოდ მშობლიური ოჯახისთვის და სკოლისთვის, არამედ მთელი მუნიციპალიტეტისთვის. გისურვებთ წინსვლას და წარმატებებს.  დარწმუნებული ვარ,  კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწევთ და გვასახელებთ,“- განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.

 „ვწერ თავისუფალ თემას 2026“ -ში  მონაწილეობა 1600-მა მოსწავლემ მიიღო და იგი ორ ტურად ჩატარდა.

კონკურსი „ვწერ თავისუფალ თემას“ მრავალი წელია ტარდება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში. კონკურსის მიზანია ჰუმანიტარული ნიჭით გამორჩეულ მოსწავლეთა გამოვლენა, მათი სააზროვნო პოტენციალის წარმოჩენა და საზოგადოებისთვის გაცნობა. 
მარიამ შარაშენიძეს ვანის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი ჯილდო და საჩუქრები გადაეცა. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu