TOPNEWS » მთავარი თემა » აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება

აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება

აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი ზაფხულისთვის გაიხსნება, მთლიანად მაგისტრალის კი წლის ბოლოსთვის - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კუპატაშვილმა განაცხადა.

საუბარია ზესტაფონის 9 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც შორაპნიდან იწყება და არგვეთაში მთავრდება. კუპატაშვილის თქმით, აღნიშნული მონაკვეთის გახსნის შემდეგ, საავტომობილო გადაადგილების დრო 30-60 წუთიდან 5-7 წუთამდე შემცირდება.

„რიკოთის მაგისტრალზე 87% გვაქვს პროგრესი, თუმცა კონკრეტული მონაკვეთები დაწინაურებულია, კერძოდ, ზესტაფონის 9 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც შორაპანში იწყება და არგვეთაში მთავრდება. აქ ბოლო დამამთავრებელი სამუშაოები მიმდინარეობს: შეღებვაზე, ელექტრომექანიკაზე, განათებასა და კვანძების დასრულების ეტაპზე ვართ. ველოდებით, რომ ძალიან მალე ამ მონაკვეთით ისარგებლებს მოსახლეობა. უდიდესი სარგებელია იმიტომ, რომ კარგ შემთხვევაში ძველი გზით სარგებლობისას თუ გვჭირდება 25-30 წუთი ან სეზონზე 1 საათიც კი, იგივე მანძილის გავლა ამ მონაკვეთის გახსნის შემდეგ 5-7 წუთამდე შემცირდება. ზაფხულისთვის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ამ 9 კმ-იანი გზით ისარგებლოს“, - განაცხადა ლევან კუპატაშვილმა.

რაც შეეხება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის სხვა მონაკვეთებს, როგორც მან განმარტა, დარჩენილი საგზაო კვანძების შეკვრა წლის ბოლოს დასრულდება.

ცნობისთვის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 410-კილომეტრიანი გზის ოთხი მონაკვეთის მოწყობა აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით მიმდინარეობს. კერძოდ, საუბარია ხევი-უბისას, შორაპანი-არგვეთას, ქობულეთისა და ბათუმის შემოვლით გზებზე. პროექტების დასრულება დაგეგმილია 2024 წლის ბოლოს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu