"ორასი პულსით პაციენტს ანალგინს უკეთებდნენ,"-რა ხდება ამბროლაურის საავადმყოფოში?

"ორასი პულსით პაციენტს ანალგინს უკეთებდნენ,"-რა ხდება ამბროლაურის საავადმყოფოში?

რაჭის მოსახლეობა შველას ითხოვს.

ადგილობრივები ამბროლაურის საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ. მათი თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში ხშირ შემთხვევაში პაციენტის დახმარებას ვერ ახერხებენ. 

"ამბროლაურში სავადმყოფოში ექიმი ვინ არის? გუშინ დედა შეიყვანეს ისულტის ნიშნებით. ექიმს ელოდებოდნენ. მოვიდა ექიმი მთვრალი, ისეთი, ვერ ხვდებოდა სად იყოო! არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ შენ ცხოვრებას მანდ დავასრულებ არაფხიზელ მდგომარეობაში! ერთი მუჭა რაიონია ხალხო რატო ჩუმდებით! ვინ არის ეს ექიმი სულ რომ მთვრალზე მკითხაობს,"-ამბობს ადგილობრივი დარინე გორგასლიძე. 

"ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. არაფხიზელ მდგომარეობაში არავინ იყო, როცა რამდენიმე თვის წინ ამავე საავადმყოფოში, რომელშიც მიმდინარეობდა რემონტი, შეიყვანეს ოჯახის წევრი სისხლდენით. სისტემის გაუმართაობის გამო გარდაიცვალა ჩვენი რუსოც, რომელიც აქეთ გვარიგებდა ჭკუას, მოერიდეთ ამბროლაურის საავადმყოფოსო. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, ოჯახის არაერთი ახლობელია დასაქმებული იქ, მაგრამ ფაქტია, რომ პირველი, რაც მისახედია რეგიონში, საავადმყოფოა და მერე ელექტროენერგიის ამბავი, რომ ყოველ წამოფიფქვაზე თუ წამოწინწკვლაზე შუქი არ ჩაქრეს და ძირითადად ასაკში მყოფი, სოფლებში შემორჩენილი მოსახლეობა არ იყოს მოწყვეტილი კონტაქტს, რაც დამეთანხმებით ხშირია ხოლმე. ვინც მიცნობს, იცის რომ ამას რაჭის და რაჭველების სიყვარული, გულისტკივილი მაწერინებს და არა სხვა განზრახვა, მარტივად რომ მიაწერენ ხოლმე რიგით ადამიანებს... ჰოდა, იმედი მაქვს რომ რაღაც შეიცვლება,"-ამბობს სალომე ჯღარკავა.

"ამბროლაურის საავადმყოფოს რომ პატრონი არ ყავს, ყველამ იცის და ღმერთმა არავის დააჭირვოს მანდ მოხვედრა, მერე დადგნენ და არეპორტონ პოსტები. მძიმე ავადმყოფი შევიყვანეთ ოჯახის წევრი, არითმიით და ორასი პულსით, ელემენტარული ნემსი და წამალი არ არსებობს, ანალგინს უკეთებდნენ იმიტომ, რომ სხვა არაფერი ჰქონდათ. ექიმებს თუ არ მიაწოდეს დროულად წამალი, თუ არ ქონდათ გამართული რეანიმაცია, ვერავინ ვერ გიშველის. მისახედია და ძალიან დიდი პრობლემაა,"-ამბობს ქეთი გონაშვილი. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები